შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ შექმნა ახალი პლატფორმა, „შემოქმედებითი თბილისი".
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდამჭერი პროგრამები თბილისის ბიუჯეტში განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით შევიდა და რამდენიმე წელია წარმატებით დაიმკვიდრა თავი დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.
„საინტერესო პლატფორმა შეიქმნა, რომელიც დედაქალაქში გაზრდის კულტურულ-შემოქმედებით და ინტელექტუალურ აქტივობას, შექმნის კონკურენტუნარიან გარემოს, პროცესს კი მეტ საჯაროობასა და გამჭვირვალობას შესძენს. ამასთან, პლატფორმა მთლიანად მორგებულია დედაქალაქის ინტერესებზე, ორიენტირებულია თბილისის კულტურის მდგრადობასა და კრეატიული ინიციატივების მხარდაჭერაზე. კულტურული ინდუსტრიების განვითარებას გააჩნია უდიდესი პოტენციალი და დარგის წარმომადგენლებს მეტ სტიმულს სძენს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
პროექტის პრეზენტაცია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსმა თამარ თოფურიძემ წარმოადგინეს.
პროგრამის პრეზენტაცია სამეფო უბნის თეატრში გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება.
პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი" საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს პროგრამისთვის შექმნილ ახალ პლატფორმაზე, ვებგვერდის www.tbilisi.culture.gov.ge მეშვეობით. დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას და მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე განაცხადის ონლაინრეჟიმში გაკეთებას შეძლებენ.
საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“-ის პრეზენტაცია გაიმართა
აპრილი 25,2024გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
აპრილი 23,2024