თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, საბურთალოს მაჟორიტარმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ჯაბა ჯიშკარიანმა დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართეს, რომელზეც პარტიის „ქართული ოცნება“ დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება.
„სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება, მიუღებელია პრინციპული და ღირსეული ადამიანების, მრავალწლიანი და უთანასწორო ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და ნაცებად სახელდების მცდელობა“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში განვითარებული მოვლენები გახდა.
„დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მოვლენებს, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარებდა. ჩვენთვის შეურაცხმყოფელია დამოკიდებულება, რომ ლევან მურუსიძე არის გმირი და ჩვენ, ვინც მის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ნაციონალების წისქვილზე ვასხამთ წყალს,“- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
საკრებულოში თემაზე „ქალთა იშვიათი პროფესიები“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 18,2024გიორგი ტყემალაძე: „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ პედაგოგებსა და მოსწავლეებს
სექტემბერი 16,2024თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
სექტემბერი 16,2024