დღეს თბილისის საკრებულოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მოადგილეებთან და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ესწრებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები შეაფასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, განათლების რეფორმაში პრიორიტეტი მასწავლებელი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი არის. მისი განმარტებით, ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო. დაგეგმილია სკოლების მშენებლობა -რეაბილიტაცია.
განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე დეტალური ანგარიში წარადგინა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მისი თქმით, რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. თბილისის საკრებულოში გამართულ პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.