თბილისის საკრებულოში პროექტი -,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ განახლდა, რომლის ავტორი დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა.
იანვრის პირველ შეხვედრას საკრებულოს წევრები, დღემდე ჩატარებული ყველა ღონისძიების წარმდგენი და მომხსენებელი, ასევე გამოფენების ავტორები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,გრძელდება პროექტი -,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, რომელიც ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ და რომლის თემებიც ყოველ ჯერზე სრულიად განსხვავებულია. პროექტის ფარგლებში, ვეპატიჟებით ყველას, ვისაც უყვარს თბილისი და ისტორიულ თემებთან ერთად იმ გამოწვევებსა და პროექტებზე ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვისაა მნიშვნელოვანი’’,-განაცხადა მარიკა დარჩიამ.
ღონისძიებაზე მარიკა დარჩიასთან ერთად სიტყვით მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ და შობა-ახალი წლის აღნიშვნის იმ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს, რომლებიც ახალ წელს განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ.
შეხვედრის დასასრულს, მარიკა დარჩიამ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის, ერთ-ერთი ძველი საახალწლო ტრადიციის შესაბამისად გამომცხვარი საშობაო ბასილები გადასცა.
თბილისის საკრებულოში პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს გაიმართება.
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 28,2024თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
მარტი 27,2024ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
მარტი 26,2024