თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც საახალწლო ღონისძიებებისთვის მერია 2 მილიონ 700 ათას ლარს ტენდერის გამოცხადების გარეშე ხარჯავს და ამისთვის პრემიერ-მინისტრმა განკარგულება გამოსცა. ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
„გუშინ, საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტს განვიხილავდით, ოპოზიციამ კითხვები დასვა და პასუხებს არ მოუსმინა, დატოვა სხდომა. ეს მათი ხელწერაა, ბრალდება წამოგიყენონ და მერე გაიქცნენ. დღევანდელი მათი განცხადებაც მორიგი სპექტაკლია. მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც გამოიყო საახალწლო ხარჯებისთვის, ეს არის მუნიციპალიტეტის თანხა და ის დაიხარჯება მუსიკოსების, მომღერლების ანაზღაურებისთვის. პრემიერ-მინისტრმა კი თავისი განკარგულებით, თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტს, რომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე, მოხდეს ამ თანხების ათვისება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტენდერის საფუძველზე შევარჩიოთ მუსიკოსები. ეს არასდროს მომხდარა. მაგრამ ოპოზიციის მიზანი სწორედ ის არის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ,“- განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა.
მან 2019 წლის ბიუჯეტზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი აქცენტირებულია დედაქალაქის საჭიროებებზე, გაზრდილია სოციალური მიმართულებები, რომლისთვისაც 192 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024