საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
დედაქალაქის მერმა ერთი წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული პროექტები წარადგინა. ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.
კახა კალაძემ სამართლებრივი რეფორმების განხორციელების კუთხით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს და თბილისის საკრებულოს.
დედაქალაქში მართვის პოლიტიკის მიმართულებით, შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური; განისაზღვრა სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურები - შეიქმნა „ეკოსერვის ჯგუფი“ და მოხდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რებრენდინგი; განხორციელდა ტაქსების რეფორმა; გამკაცრდა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები; გამკაცრდა სანქციები ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე; სამართლებრივი მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ელექტროძრავიანი მიკრო და დიდი ავტობუსების იმპორტისა და რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ; შეიქმნა სპეციალური პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 1 256 პროექტი დაფინანსდა; დამტკიცდა 50-ზე მეტი სახეობის იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალი, რომლებიც დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციებზე დაირგვება.
ურბანული პოლიტიკის მიმართულებით გამოიყო ორბელიანის მოედნის და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის, ასევე, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გვირაბის დასრულდა, როგორც მდინარე ვერეზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ისე, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.
სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისა და აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესება არსებული ავტობუსების პარკი 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება; უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი; ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა; 2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში, დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; განვითარდება დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, რომელიც მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე, გარემოს დაცვის პოლიტიკის, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი, რაც ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, 921 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტისა დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.