თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალმა დეპუტატებმა თამარ ტალიაშვილმა და რიმა ბერაძემ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის ,,მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის’’ შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვდრაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტის: სკოლამდელი აღზრდის და განათლების ნორმატიული აქტისა და მყარი ნარჩენების მენეჯმენტის გენდერული ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა.
პირველი დოკუმენტი, რომელიც თბილისის საკრებულოს თანამშრომლების მიერ მომზადდა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შეფასების ხუთ მიმართულებას: ხელმისაწვდომობას, სექტორის მონიტორინგსა და მართვას, პერსონალსა და კურიკულუმს მოიცავდა. გამოწვევების დასაძლევად შექმნილი დოკუმენტები და თანდართული რეკომენდაციები აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა, რომელმაც სამომავლოდ ასახვა უნდა ჰპოვოს ხარვეზების აღმოფხვრასა და უკეთესი სერვისების უზრუნველყოფაში.
შეხვედრის დასასრულს შედგა დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის დროსაც ,,მომავალ დილერ ქალთა პროგრამის’’ წლევანდელ მონაწილეებს, საკრებულოს წევრებს, ნინო ლაცაბიძესა და ქეთევან მამულაშვილს სერთიფიკატები გადაეცათ.
,,ლიდერ ქალთა პროგრამა’’, რომელიც 2015 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, საკრებულოს წევრი ქალების პროფესიული უნარების განვითარებას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობასა და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას ისახავს მიზნად.