თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან შოთა ხაბარელთან ერთად ლილოს დასახლებაში საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო.
ტურნირში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფარგლებში შედგა, მონაწილეობა ათმა ადგილობრივმა გუნდმა მიიღო. ფინალური შეხვედრა ლილოს ,,არსენალსა’’ და ,,ავლაბარს’’ შორის გაიმართა.
ტურნირში გამარჯვებულ გუნდს კი თასი ლევან კობიაშვილმა გადასცა.
დღესვე გიორგი ტყემალაძემ და ლევან კობიაშვილმა ლილოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობის შესაძლებლობა განიხილეს და ლოკაციის ერთ-ერთი ადგილი დაათვალიერეს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სწორედ ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი თანამშრომლობით, რაიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედნის მშენებლობის შესაძლებლობა განიხილება.
გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებმა ტექნოპარკი დაათვალიერეს
თებერვალი 14,2019თამარ ტალიაშვილი: თბილისს შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ექნება
თებერვალი 12,2019ბექა დავითულიანმა და თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა
თებერვალი 08,2019