დღეიდან, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ არსებული პარკინგი გაუქმდება. აღნიშნული ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ მერიას მიმართა.
საპარკინგე ადგილები საკრებულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოიყენებოდა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მოძრაობის შეფერხებას იწვევდა. გარდა ამისა, ავტოსადგომი საკრებულოს ისტორიული შენობისა და თავად მოედნის ესთეტიურ სახეს ლახავდა.
“დარწმუნებული ვარ, თბილისელები აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
მარტი 27,2024ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
მარტი 26,2024საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 26,2024