თბილისის საკრებულოს წევრმა ქეთევან მამულაშვილმა ბაქოში გამართულ ევროპელ-კონსერვატორ რეფორმისტთა სამიტში მონაწილეობა მიიღო. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის რეგიონალური კომიტეტის ECR- ჯგუფთან და გამოითქვა მზადყოფნა თბილისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მიმართულებით.
სამიტზე ენერგოუსაფრთხოების და ეკონომიკური თავისუფლების, განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ისაუბრეს. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი თვითმმართველობის უპირატესობებს და გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე ადგილობრივი მმართველობის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს.
სამიტს 38 ქვეყნიდან 300 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.