თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმს, რომელიც მიზნად სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის იმ ვაკანსიების გაცნობას ისახავდა, რომლებიც ამ დროისთვის რაიონში ხელმისაწვდომია, საკრებულოს წევრები, პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი შოთა ხაბარელი, რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ბეზარაშვილი ესწრებოდნენ.
ფორუმში მონაწილეობა 20-მდე კერძო კომპანიამ მიიღო. დასაქმების მსურველებს საშუალება ჰქონდათ თავად გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს და მათთვის სასურველ ვაკანსიაზე განაცხადი შეევსოთ.
როგორც საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელ ფორუმზე სამგორის რაიონის მოსახლეობას საშუალება მიეცა პირადად გაცნობოდა იმ ვაკანსიებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებს აქვთ გამოცხადებული. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმის შედეგი იქნება წარმატებული და ღონისძიების შედეგად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდება.
თავის მხრივ, ფორუმზე მოსულმა მოსახლეობამ სამგორის მაჟორიტარს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დასაქმების მსურველებმა განაცხადეს, აღნიშნული შეხვედრის ფორმატი საკმაოდ მოსახერხებელია და ხელს უწყობს დამსაქმებლებთან მათ პირდაპირ დაკავშირებას.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024