თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ოგბაიძე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად სარაჯიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციასა და მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
გზის რეაბილიტაცია დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენასა და ახლის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ახალი ბორდიური. გზის რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით, სამ კილომეტრს მოიცავს 20 სექტემბერს დასრულდება.
სრული დემონტაჟი ჩაუტარდება ასევე, მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს და მათ ნაცვლად, ახალი ხიდები აშენდება.
შალვა ოგბაიძესთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.