თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით პირველი მასშტაბური სპორტული აქტივობა, მარათონი - „ ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რაიონის ახალგაზრდები ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევენ, რითაც მრავალი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი
,,მომავალში კიდევ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს ვგეგმავთ. აღნიშნული მარათონი ყოველწლიურად გაიმართება და გამარჯვებულის თასი გარდამავალი იქნება.
ჩვენი უბნის ახალგაზრდები და ადგილობრივი კომპანიები ამ ღონისძიების ორგანიზებაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები’’,-განაცხადა დეპუტატმა.|
მარათონში გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პირველ ადგილზე გასულს ლაშა ღონღაძეს კი გარდამავალი თასი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გადასცა.
მარათონმა, რომელიც დეველოპერული კომპანიის -AS Georgia - დირსი , სპორტ კომპლექსის, „ფიტნეს 31“, „რედბულის“, ბარის „კაქტუსი“ და წყალი „ბაკურიანის პარტნიორობით გაიმართა, სტარტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან აიღო და დირსის უბანში დასრულდა.
მარათონს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ესწრებოდნენ.