თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტას საკრებულოს ფრაქციის „ევროპული საქართველო-თბილისი“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ სისტემა იგივე დარჩა, „სითი პარკისთვის “ ხელშეკრულების გაუქმებით არაფერი შეიცვლება.
„საინტერესოა იცვლება თუ არა სისტემა, რა გაკეთდება ამ მიმართულებით, რამდენი ფული ჩაიდება, როგორი საპარკინგე ადგილები იქნება, როგორი გადასახადები და მრავალი სხვა. ამაზე საჭიროა ინფორმაციის მიღება და არა განტევების ვაცის ძებნა და საუბარი იმის შესახებ რომ არ იქნება „სითი პარკი“ და ყველაფერი დალაგდება. ასე ნამდვილად არ იქნება“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
მისივე განცხადებით, საპოვნელია ახალი გზა და კომპანია, ახალი ამოცანებით და ახალი დავალებებით.