აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე დროშა დაეშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები საქართველოს სახელმწიფო უწყებების ყველა შენობაზე ეშვება.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. დაიღუპა 11 და დაშავდა 22 ადამიანი.