თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი, სხდომაზე, თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა 17 მილიონ 661.9 ათასი ლარით იზრდება, რომლის ძირითადი ნაწილი ქალაქის განვითარების ხელშეწყობას, დიდუბის რაიონში კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებს, მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობასა და გამწვანების ღონისძიებებს მოხმარდება.
თალაკვაძის განცხადებით, დაფინანსება ასევე გაიზრდება სპორტული და კულტურიული ღონისძიებების მიმართულებით.
დეპუტატებმა დღესვე განიხილეს და თანხმობა მისცეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს.
ამავე სხდომაზე კომისიის წევრების გადაწყვეტილებით საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიცირებულ საკითხს, რომლიც ზვიად ნაზღაიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობას გულისხმობს.
დღესვე დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზეც იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხებს ბიუროს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ოთხი კომისიის გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024