თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოქალაქეების ტრადიციული მიღება გამართა.
საკრებულოს თავმჯდომარეს მოქალაქეებმა, ძირითადად, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური, ასევე მიწის ლეგალიზების საკითხების მოგვარების თხოვნით მიმართეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა მათ პირადად მოუსმინა, პრობლემებს ადგილზე გაეცნო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაუწია.
საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს, ტრადიციულად, ყოველ ოთხშაბათს ხვდება.