თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თეიმურაზ ჭკუასელის ახალი წიგნის - „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
წიგნი, რომელშიც თემურ ჭკუასელის შემოქმედების საინტერესო ნიმუშებია თავმოყრილი, ავტორის მეუღლის, ნანა კობიძის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიება რომელიც მუსიკალურად ანსამბლმა „ქართული ხმები“ გააფორმა, რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა და მას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 28,2024თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
მარტი 27,2024ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
მარტი 26,2024