თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - დავით ჭელიძესა და ზაზა კოლელიშვილთან, ასევე ბაღების მართვის საგენტოს უფროსთან თემურ თორდინავასთან ერთად ნაძალადევის რაიონში მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე N25ე- საბავშვო ბაგა-ბაღი გახსნეს.
350 ბავშვზე გათვლილ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაგა-ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება და აქ 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
N25-ე საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანთაგან, რომელიც გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა.
ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში სამი ახალი და წინა წლებში დახურული სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა.