თბილისის საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა - ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ მოქალაქეებს წლიური ანგარიში წარუდგინეს.
ფრაქციის წევრებმა საკრებულოში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და ამასთანავე აღნიშნეს, რომ წარმომადგენლობით ორგანოში მოღვაწეობის პირველივე დღიდან მათი მთავარი მიზანი - თბილისი კორუფციის გარეშე იყო.
ანგარიში წარდგენისას ფრაქციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობის შედეგები და ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი წინადადებების ინიცირების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე მათ ყურადღება მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც გაამახვილეს, სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრეს და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
ფრაქციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.