თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა. განხილვას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენასთვის ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელის მინიჭების საკითხს. ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს ავთო ვარაზის I ჩიხის სახელის ეწოდება. ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელი მიენიჭება.
ნაძალადევის რაიონში, აბაის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ელგუჯა რუხაიას სახელი დაერქმევა.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე და საჯარო განხილვაზე რამდენიმე ქუჩისა და ჩიხის სახელდების საკითხებს დაუჭერეს მხარი.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები საკრებულოს უახლესი სხდომაზე იქნება წარდგენილი.
თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023