ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ბინების გასაღებები გადასცა. ღონისძიებას საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე ესწრებოდნენ.
სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პირველი პროექტი განხორციელდა, 4-სართულიანი შენობის ნაცვლად ახალი, 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლი აშენდა. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გარემონტებული ბინები გადაეცემა 21 მოსახლეს, ხოლო დანარჩენი 15 მოსახლე გარემონტებული ბინით მომდევნო ერთ თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება. პროექტის ღირებულება 6.199.330 ლარია.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და ახალი, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსების აშენებას. მოსახლეობაში პროექტმა დაინტერესება გამოიწვია და შესაბამისად, მიმდინარეობს მშენებლობები, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა ეტაპზეა.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა მოსახლეობასთან ერთად ახალი საცხოვრებელი ბინები დაათვალიერეს და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.
ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024გიორგი ახვლედიანმა და ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს
ოქტომბერი 23,2024გიორგი ტყემალაძემ აბაშიძის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა
ოქტომბერი 23,2024