საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ინიციატივით, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ საქართველოს პარალიმპიელთა ფიცის დადების და სპორტსმენების გაცილების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები - სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე და გივი ჩხარტიშვილი - ესწრებოდნენ.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, საქართველოს პარალიმპიური ნაკრები 14 პარასპორტსმენით იქნება წარმოდგენილი და სპორტის 6 სახეობაში იასპარეზებენ - ეტლით ფარიკაობა, პარა ძიუდო, პარა მძლეოსნობა, პარა ტაეკვანდო, პარა წოლჭიმი და პარა სროლა. აღსანიშნავია, რომ წელს პარალიმპიადაზე პარასპორტსმენთა რეკორდული მაჩვენებელია წარმოდგენილი.
„დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი სპორტსმენები გავაცილეთ. თითოეულმა მათგანმა მიღწეული წარმატებებით უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია და დარწმუნებული ვარ, 2024 წლის ოლიმპიადაზეც ახალ მწვერვალებს დაიპყრობენ. წარმატება და გამარჯვება მინდა ვუსურვო საქართველოს პარალიმპიურ გუნდს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პარალიმპიადა „პარიზი 2024“ 28 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.
ზურაბ აბაშიძე და გურამ ოქროპირიძე მთაწმინდის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ
ოქტომბერი 11,2024სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ორგანიზაციის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ ახალგაზრდა წევრებს უმასპინძლა
ოქტომბერი 10,2024საკრებულოში სპორტული პროგრამა ,,სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
ოქტომბერი 07,2024