9 აგვისტოს 13.00 საათზე საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი
1. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
2. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩის მონაკვეთისთვის უფლებადამცველ ირაკლი ქემოკლიძის სახელის მინიჭების შესახებ;
3. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მანანა თოლორდავას სახელის მინიჭების შესახებ;
4. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი ბოთერაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ვენერა გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, ვაგზლის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტის გულიკო გოდოლაძის სახელის მინიჭების შესახებ;
6. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის II ხევისთვის, დოლაბაურის III ხევისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის თამაზ ნინოშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
7. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნასახლარის ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის პოეტის ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭების შესახებ;
8. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიოში, ავთოვარაზის ქუჩის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის მსახიობის გიორგი გაბელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
9. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის გიორგი გაგილაძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
10. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ამაღლების ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო გასასვლელისთვის ამაღლების I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
11. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზურაბ ნამორაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
12. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლადო კოტეტიშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
13. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ბოგდან ხმელნიცკის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
14. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, ძველი ვეძისის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ძველი ვეძისის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
15. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის კედარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
16. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ I-ის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
17. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მანანა ზედგინიძის ქუჩასთან არსებული ექვსი უსახელო შესახვევისთვის მანანა ზედგინიძის სახელის მინიჭების შესახებ;
18. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, აფხაზეთის ქუჩის II ჩიხის გაგრძელების და აფხაზეთის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის აფხაზეთის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
19. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, დაბაკნეთის ქუჩის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო გასასვლელისთვის დაბაკნეთის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
20. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
21. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ნუშის ბაღების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
22. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ელისო ჭიპაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ელისო ჭიპაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;