თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84-64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რასაც ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის სამუშაო პროცესში გამოვლენილ მოთხოვნათა მრავალფეროვნება განაპირობებს.
წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია, ტერმინთა განმარტებების მეტად გასაგებად ჩამოყალიბება, ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების დაზუსტება, განცხადების განხილვისა და დაფინანსების პროცედურებში მეტი სიცხადის შეტანა, შემთხვევათა ელექტრონული რეესტრის ფორმირებისა და წარმოების სამართლებრივი მოწესრიგება.
დღესვე, კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N 35-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გაცემა განხორციელდეს „სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობის ამსახველი მონაცემების საფუძველზე, რაც ხელმისაწვდომი გახადა ქვეპროგრამის ფარგლებში ელექტრონული მოდულის დანერგვამ. ასევე, აღსანიშნავია, რომ დადგენილების ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.