თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ზამთრის სკოლის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა.
ღონისძიებაზე თინათინ ნიბლოშვილმა ზამთრის სკოლის აქტუალობაზე ისაუბრა და სკოლის მონაწილეებსა და საორგანიზაციო გუნდს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი კვირისთვის და მსგავსი პროექტების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზამთრის სკოლის დახურვის ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, სკოლის კურატორმა გიორგი ფარეშიშვილმა სკოლის მსმენელებს წაუკითხა ლექცია თემაზე „ნიკო ნიკოლაძე - ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა“.
ღონისძიებას რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ მუზაშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე ესწრებოდნენ.
ზამთრის სკოლის დახურვის ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს პროექტში ჩართულობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, ზამთრის სკოლის დახურვის ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, ხოლო საბოლოოდ კომისიამ 35 მონაწილე შეარჩია, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან არიან.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2025ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
იანვარი 21,2025გიორგი ტყემალაძემ წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
იანვარი 20,2025