თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თავისუფლების მოედანზე,მეალილოებს ქრისტეს შობა მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
ალილოს მსვლელობისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სრულიად საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა. მისი თქმით, ალილო არის ის ძირძველი ტრადიცია, რომელსაც ქართველი ხალხი ყოველწლიურად ტრადიციული მსვლელობით აღნიშნავს.
„მინდა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მივულოცო. დღევანდელი დღე არის სიკეთის და სიხარულის მომტანი. წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, ერთობა ვუსურვო. დიდი სიხარულით და ამაღლებული განწყობით ვუერთდებით ალილოს მსვლელობას, რომელიც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. ეს არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის და თანადგომის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქრისტესშობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოებმა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით მსვლელობა ლოცვით და გალობით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაასრულეს.
ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემდა. შემოწირულობა, რომელიც ალილოს მსვლელობისას შეგროვდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.
ვაკის რაიონში გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
იანვარი 24,2025ჭავჭავაძის N11-ში გზის საფარის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
იანვარი 24,2025სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2025