+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნო
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ოქმები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2024 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2023 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2022 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2021 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2020 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2019 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2018 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2017 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.

 

ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:

 

·         შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;

 

·         სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%  და დასახლების საერთო კრებას;

 

·         საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს  ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;

 

·         ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

 

ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 


 

დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე:m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურგვერდზე

 

 

 დღის წესრიგი:

 

1.      ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის მომღერლის თამაზ სეფერთელაძის სახელის მინიჭების შესახებ;

2.      ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის კინომსახიობის ლიკა ქავჟარაძის სახელის მინიჭების შესახებ;

3.      ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტეხურის ქუჩისთვის ექიმ-ინფექციონისტის, აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;

4.      ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 4 ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის შოთა ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ;

5.      ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის მონაკვეთისთვის  კომპოზიტორის შალვა დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

6.      ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩისთვის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელის მინიჭების შეახებ;

7.      ქ,თბილისში, დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩისთვის რეჟისორისა და სცენარისტის დევი აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ;

8.      ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მხასიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ;

9.      ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ორი ჩიხისთვის და უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ;

10.  ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ ბუხაიძის I შესახვევისთვის მეან-გინეკოლოგის, პროფესორ პალიკო კინტრაიას სახელის მინიჭების შესახებ.

11.  ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I გასასვლელისთვის თეიმურაზ ბოჭორიშვილის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;

12.  ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გიგო ხეჩუაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გიგო ხეჩუაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;

13.  ,,ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2024 წლის 20 თებერვლის N82 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ;

14.  ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იოთამ ზედგინიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის იოთამ ზედგინიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;

15.  ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;

16.  ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, სერგი ცხაკაიას ქუჩის გაგრძელების შესახებ;

17.  ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის II შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის  იუნკერ ლევან კანდელაკის სახელის მინიჭების შესახებ;

18.  ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ;

19.  ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში რაჭის ქუჩასთან არსებული სამი უსახელო ჩიხისთვის რაჭის სახელის მინიჭების შესახებ;

20.  ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში აფხაზეთის ქუჩის გაგრძელების შესახებ.

21.  ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ელენე ახვლედიანის ხევისთვის მსახიობის თამარ სხირტლაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;

22.  ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ;

23.  ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ;

24.  ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ცოლ-ქმრის მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელების მინიჭების შესახებ;

25.  ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის და ჯავის II შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას სახელის მინიჭების შესახებ;

26.  ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ფეიქართა ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის ეველინა თავაძის სახელის მინიჭების შესახებ;

27.  ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის თეატრთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის თამარ წულუკიძის სახელის მინიჭების შესახებ;

28.  ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მაქსიმ გორკის შესახვევისთვის  და ვეძათხევის შესახვევის მონაკვეთისთვის მსახიობის დუდუხანა წეროძის სახელის მინიჭების შესახებ;

29.  ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის ქუჩის მონაკვეთისთვის  ეროვნული მოძრაობის მონაწილის, უფლებადამცველ მარიკა ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ;

30.  ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის დრამატურგის, მწერლისა და პუბლიცისტის ნატალია აზიანის სახელის მინიჭების შესახებ.

   

 

2024 წლის არქივი


2023 წლის არქივი

 

2022 წლის არქივი 

 

2021 წლის არქივი 

 

2020 წლის არქივი

 

2019 წლის არქივი 


2018 წლის არქივი

 

2017 წლის არქივი


 


LiveZilla Live Chat Software