თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი დავით გაგუას კლინიკას ესტუმრა. მან ახალშობილთა დედებს 3 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„3 მარტი, დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის მოსვლისთანავე აღინიშნება, მართლაც განსაკუთრებულია, რადგან დედის დღეა. ყველაზე დიდი სიხარული ქალისთვის ამქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება, შვილის შობა და დედობაა, ყველაზე დიდი ჯილდო კი - შვილის წარმატება. ყველა დედას ვულოცავ ამ მშვენიერ დღესასწაულს, დედის დღეს და ვუსურვებ მუდამ ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყვნენ თავიანთი შვილების ჯანმრთელობითა და წინსვლით", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
3 მარტი, დედის დღე, საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება.
საკრებულოში „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების’’ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 23,2024ბორჯომში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და საკრებულოს თანამშრომელთა მონაწილეობით ტრენინგები გრძელდება
ივლისი 15,2024თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024