თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, სტუდენტებს საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზი, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი, ანბანის სკვერი დაათვალიერებინა და საკრებულოს შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ფარგლებში თინათინ ნიბლოშვილმა სტუდენტებს პრეზენტაციის სახით თბილისის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობასა და მის ფუნქციებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე სტუდენტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის მუშაობისა და თვითმმართველობის როლზე.
დღესვე შეხვედრაზე საკრებულოს დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სტუდენტებს თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტების შეკითხვები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ეხებოდა.
დღევანდელი შეხვედრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა, რომლის ინიციატორიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი იყო.
თინათინ ნიბლოშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ივნისი 07,2024რიყის პარკში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით „აფხაზური ეზო“ გაიმართა
ივნისი 05,2024თბილისის საკრებულოში პროექტის „ქალთა ღირსეული დასაქმება და შრომითი უფლებები საქართველოში" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
მაისი 30,2024