თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღებოდა.
კომისიის სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
წარმოდგენილი საკითხის შესახებ საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ივლისი 12,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე იმსჯელეს
ივნისი 14,2024შალვა ოგბაიძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის გახსნას დაესწრო
ივნისი 06,2024