თბილისში მიმდინარეობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ფორუმში საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, მიიღო მონაწილეობა.
ფორუმზე თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებისა და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიზნით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე.
„სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ ეტაპისთვის გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე მეტყველებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, თუ 2017 წელს თბილისში რეგისტრირებული ელექტროძრავიანი ავტომობილების რაოდენობა არ აღემატებოდა 600 ერთეულს, 2023 წლის მდგომარეობით აღნიშნული მაჩვენებელი 3400 უკვე ერთეულამდეა გაზრდილი“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ფორუმზე დეტალურად ისაუბრა ელექტრომობილების უფასო პარკირების და მათთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილების, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. მისი თქმით, თბილისში წახალისებულია ველოსიპედებითა და სქროლებით გადაადგილება, დედაქალაქის რელიეფის გათვალისწინებით, ამ დროისათვის დაახლოებით 42 კმ-მდე ველობილიკია დახაზული.
„ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ეკოტრანსპორტის განვითარების და მწვანე მობილობის უზრუნველსაყოფად დაწყებულია და მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროცესები, რაც ჩვენს თბილისს კიდევ უფრო მიმზიდველს, ევროპულს და წარმატებულს გახდის“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
აგვისტო 16,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ივლისი 12,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე იმსჯელეს
ივნისი 14,2024