თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად საკრებულოს ფრაქციის - ,,ლელო- პარტნიორობა თბილისისათვის’’ თავმჯდომარე საბა ბუაძე, სსიპ ,,ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ჯაიანმა დამსწრეებს მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისეთი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორიცაა: ველობილიკების და ტროტუარების უწყვეტი ქსელის მოწყობა; დაცული ველოპარკინგები; „თბილისის ველოსიპედის გენერალური გეგმის“ შესრულება, რაც გულისხმობს ტროტუარების უწყვეტი ქსელის არსებობას და ასევე მეტროსადგურებთან დაცული ველო პარკინგების შექმნას.
მათ ასევე აღნიშნული საკითხების მოგვარებაში დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
აგვისტო 16,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ივლისი 12,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე იმსჯელეს
ივნისი 14,2024