თბილისის საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
მათი განცხადებით, გახარიას გუნდი თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას ცდილობს, თუმცა, უკვე ორ წელზე მეტია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა უგულებელყოფს ამ ინიციატივას.
„წერეთლის გამზირის საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, რომ კორუფცია მთავარ გამოწვევად რჩება, - განაცხადეს ფრაქციის წევრებმა.
ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდეს, დაიწყონ მათ მიერ 30 აგვისტოს შეტანილი მოთხოვნის თანახმად თბილისის მერიაში სისტემური პოლიტიკური კორუფციული ფაქტების კომპლექსური გამოძიება.
„თუ ვინმეს სურს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, დაარწმუნოს „ქართული ოცნება“, რომ კორუფციის რისკებისგან დასაცავად ყველაზე ეფექტიანი გზა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნაა“, - განაცხადეს პარტიის წევრებმა.
საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა მოქალაქეებს გაწული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს
ოქტომბერი 26,2023საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა
აგვისტო 25,2023საკრებულოს წევრები ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ
ივნისი 30,2023