თბილისის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელების გზები განიხილეს.
პროექტის მიზანი, საჯარო სექტორისთვის კვალიფიციური რეკომენდაციების შეთავაზება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამეცნიერო კვლევების განხორციელებაა.
პრეზენტაციაზე საჯარო მმართველობის განხორცილებაში, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა და ინსტიტუციონალური მუშაობის სინქრონიზაციაზე იმსჯელეს.
საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებს აერთიანებს.
უნივერსიტეტის პროფესორთა კორპუსმა, 2012 წელს, სამი ათასამდე საჯარო მოხელის გადამზადებაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024