ავჭალის დასახლებაში მდებარე N54 საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის განახლება დასრულდა. ჩატარებული მასშტაბური სამუშაოები თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ, თბილისის მერის მოადგილემ, კახა გულედანმა, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაწყებული „განახლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. სრულად განახლდა შენობის ფასადი, მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო ახალი სპორტული და სათამაშო მოედნები. დამონტაჟდა ატრაქციონები, განახლდა არსებული სათამაშო მოედანი, გადაიხურა ღია სცენა და მოეწყო ამფითეატრი. ასევე, დაირგო წიწვოვანი ნარგავები და მოწესრიგდა წყალსაწრეტი მილები.
როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ლიბანის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს. კახა ლაბუჩიძის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
„ჩვენი ხედვა ბაღებთან მიმართებით უცვლელია. თითოეული ბაღი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, ამდენად, საბავშვო ბაღების განახლება, მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და კვლავ გაგრძელდება.“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024სამგორის რაიონში გამწვანების აქცია „გაამწვანე სამგორი“ კვლავ გაიმართა
ივლისი 06,2024გიორგი ტყემალაძემ მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ივლისი 05,2024