ზურაბ ნეფარიძე
|
|
დაბადების თარიღი: 14/05/1966.
საგანმანათლებლო დაწესებულება: ს.ს ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. ქ.თბილისის სოციალურ– ეკონომიკური ინსტიტუტი.
კვალიფიკაცია: იურისტი. სპეციალობა: ფილოლოგი, სამართალმცოდნე.
საარჩევნო ფორმა: ისნის რაიონის მაჟორიტარი (ნავთლუღი). ფრაქცია: ‘’ეროვნული ფორუმი’’.
სამუშაო/პოზიცია 2014/2017 - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი.
2009 - პ/გ ,,ეროვნული ფორუმის’’ წევრი, ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
2006 - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საადვოკატო ბიურო ,, ნეფარიძე და კომპანიას“ დირექტორი. 2001 - საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი.
1999 - ,,ადვოკატთა კორპორაციის’’ – დამფუძნებელი. 1999 - სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებადაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის განყოფილების უფროსი.
1999 - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ისნის საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი. 1998 - ძნელად აღსაზრდელი, ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაციის, იურიდიული სამსახურის უფროსი.
1992/1998 - შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში,სხვადასხვა თანამდებობები.
1991/1992 - ქ.ჭიათურის ზონის საკრებულოს წევრი, ვაჭრობისა და მართლწესრიგის კომისიის თავმჯდომარე.
1990/1991 - რუსთაველის საზოგადოების ჭიათურის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1990 - ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვის თავმჯდომმარე.
აქტივობა: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ''ეროვნული ფორუმი''-ს წევრი. ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. |