ტრისტან ჯინჭარაძე
|
|
დაბადების თარიღი: 30/09/1963. საგანმანათლებლო დაწესებულება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი, ვილნიუსის პედაგოგიური ინსტიტუტი.
კვალიფიკაცია: ფიზიკა - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი
სპეციალობა: მათემატიკოსი. ფინანსური, მენეჯერული, საგადასახადო და საბიუჯეტო აღრიცხვა. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. საარჩევნო ბლოკი : „ქართული ოცნება“.
ფრაქცია: '' რესპუბლიკელები’’ .
სამუშაო/პოზიცია 2014/2017 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2004/2011 - საკონსულტაციო კომპანიის „მენეჯმენტის მრჩეველთა ჯგუფი (მმჯ)“ დირექტორი, დამფუძნებელი, ფინანსებისა და აღრიცხვის მიმართულების ექსპერტი. 2006/2010 - საკონსულტაციო კომპანიის '' AG პროფესიული კონსულტაციებისა და ტრეინინგების ცენტრი", პარტნიორი, მენეჯერული აღრიცხვის მიმართულების ხელმძღვანელი. 2008 - დღემდე - თავისუფალი უნივერსიტეტის, ESM ბიზნეს სკოლის, აღრიცხვის მიმართულების სრული პროფესორი. 1997/2008 - მენეჯმენტის ევროპული სკოლის - ESM და თბილისის ბიზნეს სკოლის - TBS ფინანსებისა და აღრიცხვის პროგრამების პროფესორი. 2005/2006 - გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC),მათემატიკის კომისიის წევრი. 1989/2006 - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალგებრა – გეომეტრიის კათედრის პროფესორი, კათედრის სწავლული მდივანი. 1997/2001 - მეღვინეობის კომპანიის „მიმინო“, ფინანსური დირექტორი. 2001 - ღია საზოგადოების - საქართველო, ფინანსური კონსულტანტი/ტრენერი, კურსები თანამშრომელთათვის ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში. 2000 - სააქციო საზოგადოების „საქართველოს ტელეკომი“,ფინანსური კონსულტანტი/ტრენერი, კურსები თანამშრომელთათვის ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში. 1999 - მსოფლიო ბანკის პროექტის "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი" – CERMA უფროსი კონსულტანტი ფინანსებსა და აღრიცხვაში. 1998 - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, უფროსი ფინანსური კონსულტანტი/ტრენერი, კურსები ბათუმისა და ფოთის პორტების უმაღლესი რგოლის მენეჯერთათვის, ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში. 1992/1993 - ქ.ბათუმის კომერციული ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი.
1985/1986 - ქობულეთის რაიონი, სოფელი კვირიკე,, საშუალო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი.
აქტივობა: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის წევრი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრი. ''საქართველოს რესპუბლიკური პარტიის'' წევრი. |