გულიკო ზუმბაძე
|
|
დაბადების თარიღი: 10/05/1959.
საგანმანათლებო დაწესებულება: თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი (ა.ს. პუშკინის სახ. ახლანდელი ილიას უნივერსიტეტი).
კვალიფიკაცია: პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის სპეციალისტი.
სპეციალობა: პედაგოგიკა და ფსიქოლოგია.
საარჩევნო ფორმა: სამგორის რაიონის მაჟორიტარი ( ლილო ორხევი, აეროპორტის და ვარკეთილის დასახლება, შემოერთებული სოფლები). საარჩევნო ბლოკი: ,,ქართული ოცნება“.
სამუშაო/პოზიცია 2014 -2017 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე. 2012/2014 - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2004/2006 - ფონდი "სამგორი – საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი. 1998/2004 - საზოგადოება „სამგორი“-ს თავმჯდომარე. 1997/1998 - ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი, გაზეთი ‘\'მონიტორი’’. 1992/1996 - სხვადასხვა დროს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი სამგორის რაიონში, საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან. 1992/1996 - სამშენებლო ორგანიზაცია 'თაბორი'- ს ფსიქოლოგი. 1978/1992 - თბილავიამშენის საბავშვო ბაღების გაერთიანება , აღმზრდელი. 1977/1978 - თბილავიამშენი დამგეგმავ – ოპერატორი. სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტი (NDI) თავმჯდომარე. გაზეთის 'ისანი – სამგორის მაცნე“ – მთავარი რედაქტორი. პირველი მოწვევის საკრებულოსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2012-2014 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – თბილისელები“თავმჯდომარე.
აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე.
|