10 ივლისს 12:00 საათზე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის მომღერლის თამაზ სეფერთელაძის სახელის მინიჭების შესახებ;
2. ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის კინომსახიობის ლიკა ქავჟარაძის სახელის მინიჭების შესახებ;
3. ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტეხურის ქუჩისთვის ექიმ-ინფექციონისტის, აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
4. ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 4 ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის შოთა ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის მონაკვეთისთვის კომპოზიტორის შალვა დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩისთვის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელის მინიჭების შეახებ;
7. ქ,თბილისში, დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩისთვის რეჟისორისა და სცენარისტის დევი აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ;
8. ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მხასიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ;
9. ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ორი ჩიხისთვის და უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ;
10. ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ ბუხაიძის I შესახვევისთვის მეან-გინეკოლოგის, პროფესორ პალიკო კინტრაიას სახელის მინიჭების შესახებ.
11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I გასასვლელისთვის თეიმურაზ ბოჭორიშვილის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
12. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გიგო ხეჩუაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გიგო ხეჩუაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
13. ,,ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N82 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ;
14. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იოთამ ზედგინიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის იოთამ ზედგინიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
15. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
16. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, სერგი ცხაკაიას ქუჩის გაგრძელების შესახებ;
17. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის II შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის იუნკერ ლევან კანდელაკის სახელის მინიჭების შესახებ;
18. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
19. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში რაჭის ქუჩასთან არსებული სამი უსახელო ჩიხისთვის რაჭის სახელის მინიჭების შესახებ;
20. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში აფხაზეთის ქუჩის გაგრძელების შესახებ.
21. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ელენე ახვლედიანის ხევისთვის მსახიობის თამარ სხირტლაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;
22. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ;
23. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ;
24. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ცოლ-ქმრის მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელების მინიჭების შესახებ;
25. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის და ჯავის II შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას სახელის მინიჭების შესახებ;
26. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ფეიქართა ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის ეველინა თავაძის სახელის მინიჭების შესახებ;
27. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის თეატრთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის თამარ წულუკიძის სახელის მინიჭების შესახებ;
28. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მაქსიმ გორკის შესახვევისთვის და ვეძათხევის შესახვევის მონაკვეთისთვის მსახიობის დუდუხანა წეროძის სახელის მინიჭების შესახებ;
29. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის ქუჩის მონაკვეთისთვის ეროვნული მოძრაობის მონაწილის, უფლებადამცველ მარიკა ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ;
30. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის დრამატურგის, მწერლისა და პუბლიცისტის ნატალია აზიანის სახელის მინიჭების შესახებ.