„თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-2024“ ფინალი იმედის სპორტულ ცენტრში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს თბილისის 94-ე და 207-ე საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება 94-ე სკოლის გუნდმა მოიპოვა. წელს ამ პროექტში თბილისის 88 სკოლა იყო ჩართული.
ფინალისტები მედლებით და თასით თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და ანა კაკაბაძემ, აგრეთვე დედაქალაქის მერიისა და სპორტის მართვის ასოციაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
გურამ ოქროპირიძემ მიულოცა გამარჯვებულებს და მომავალში პროექტის სამომავლო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-2024“ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სასკოლო ლიგის ორგანიზებით და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით იმართება. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა
ოქტომბერი 17,2024ზურაბ აბაშიძე და გურამ ოქროპირიძე მთაწმინდის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ
ოქტომბერი 11,2024სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ორგანიზაციის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ ახალგაზრდა წევრებს უმასპინძლა
ოქტომბერი 10,2024