პარიზის პარაოლიმპიადიდან დაბრუნებული პარაოლიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა.
პარიზის ზაფხულის XVII პარაოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე პარასპორტსმენებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს, რაც ქართული პარასპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქართველ პარასპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები დაესწრნენ.
პარაოლიმპიელებისთვის ოლიმპიური თამაშების ანალოგიური ჯილდოები გაიცემა. ყველა იმ პარასპორტსმენს, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო გადაეცემა, ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოებზე მათი წარდგენის შესახებ.
დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გაიხსნა
სექტემბერი 12,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 12,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებები განიხილეს
სექტემბერი 12,2024