თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა.
კონკურსზე 27 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც ქალაქის სიმბოლიკისთვის დაუშვებელია. რიგ შემთხვევებში არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის.
წარმოდგენილი პროექტების ნაწილი არ ასოცირდებოდა თბილისთან, მის თვალსაჩინოებებთან ან ისტორიასთან, ხოლო ის ნიმუშები, რომლებიც ამგვარ იდეებს გამოხატავდა, მხატვრული შესრულების კუთხით ან ჰერალდიკური გამოსახვის წესების დარღვევის გამო დაწუნებული იქნა.
ვინაიდან საკონკურსო განაცხადებით წარმოდგენილი ნამუშევრებიდან გამარჯვებული ნიმუში ვერ შეირჩა, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, საკონკურსო კომისიამ კი ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ხევძმარის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა
ივლისი 31,2024თბილისში რამდენიმე ქუჩას გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა სახელები მიენიჭება
ივლისი 22,2024თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ივლისი 10,2024