თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ პარლამენტის წევრ ზუკა რურუასთან და ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 2 200 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, შეკეთდა სკვერი, არსებულ კალათბურთის სტადიონს და სივრცეს კიდევ ერთი, სრულიად ახალი სპორტული მოედანი დაემატა.
„კომბინირებული სარეკრეაციო სპორტული სივრცე, როგორც ფეხბურთის ისე კალათბურთის მოედნები ყველა თაობის ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასვენების კარგ შესაძლებლობას ქმნის. აღნიშნული სივრცის რეაბილიტაცია-მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო, რაც განხორციელდა კიდეც.
მადლობა ვაკის რაიონის გამგეობას ჩატარებული სამუშაოებისთვის. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სარეკრეაციო და დასასვენებელი სივრცეების შექმნა რჩება და მუშაობას ამ მიმართულებით მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში სკვერში დამონტაჟდა საპარკე ავეჯი, დაირგო მცენარეები, მიმდებარედ განახლდა გზა. შესრულებული პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 810 000 ლარია.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024