თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაატა ტოგონიძის კანდიდატურას. საკრებულოს წევრებმა პაატა ტოგონიძეს ახალ პოსტზე წარმატებები უსურვეს.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც “თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შექმნას შესაძლებელს გახდის. მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.
საკრებულოს სხდომაზე მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს. მან „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, პროგრამით „სპორტი უფროსი თაობისთვის“ მოსახლეობის დაინტერესება და მომართვიანობა ძალიან მაღალია, რასაც სპორტული ცენტრების რაოდენობა ვერ სწვდება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ სარგებლობს აღნიშნული პროგრამით, ამიტომ არის საჭიროება ცვლილების განხორციელების. მისი თქმით, არსებული ტარიფი (4 ლარი) ვეღარ ანაზღაურებს როგორც კერძო, ასევე მუნიციპალურ სპორტულ ცენტრებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას, რომლითაც სარგებლობენ 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები, რის გამოც კერძო სპორტული ცენტრები არ ინტერესდებიან და არ ერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში.
ცვლილების თანახმად ვიზიტის ღირებულებას, კერძოდ, ერთი ვიზიტის ღირებულება ნაცვლად 4 (ოთხი) ლარისა, იქნება 6 (ექვსი) ლარი, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიფარება, რათა გაიზარდოს კერძო სპორტული ცენტრების პროგრამაში ჩართვით დაინტერესება. „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზებით მომსახურების მიღება, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის უცვლელია.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების /მარშრუტების, აგრეთვე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალისა და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე იმსჯელა და საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა. პროექტის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების მარშრუტების დისლოკაციების ადგილებს 3 წრიული მარშრუტი დაემატება.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტები წარადგინა.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ოთარ ჩიტიძემ ვაზისუბნის IIა მიკრო/რაიონში, N27-ის კორპუსის მიმდებარედ და გლდანის რაიონში არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხი წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა არსებული რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.