ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სადაც, დეპუტატებმა შესაბამის კომისიებზე განხილულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად შემოტანილი საკითხები დაწვრილებით წარმოედგინათ.
ერთ ერთი მთავარი საკითხი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებას ეხებოდა, რომელიც მთაწმინდის რაიონში მდებარე რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლასა და ლანდშაფტური, სარეკრეაციო, სატრანსპორტო და საცხოვრებელი ზონების კონტურის დაზუსტებას მოიცავდა. აღნიშნული საკითხი განხილული იქნება საკრებულოს შესაბამის კომისიებში, ხოლო შემდეგ წარედგინება დეპუტატებს დასამატკიცებლად.
მავე სხდომაზე დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ წარმოადგინა დასამტკიცებლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე , ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვაში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომელიც დეპუტატის თქმით ათიათასობით ადამიანს შეუმსუბუქებს ყოფას.
მეორე საკითხი, რომელზეც მან ისაუბრა, ეხებოდა ბაგა-ბაღების პედაგოგებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზრვრულ ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცებებას.
ასევე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე. დეპუტატები აგრეთვე გაეცნენ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
ზემოაღნიშნულ საკითხებს დეპუტატებმა ამ წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.