დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის (TFGBV) შესახებ შეხვედრა გაიმართა.
თბილისის საკრებულოში გამართული შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა და უსაფრთხო ონლაინ საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აქტიურად ვმუშაობთ თვითმმართველობაში დასაქმებული ქალების გაძლიერებაზე. ეს შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურება. ციფრულ ეკონომიკაში ჩართვისას ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გენდერული ნიშნით ძალადობას ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს.
ქალების გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში შედარებით ახალი თემაა, ვინაიდან პროგრამა ახალი დანერგილია. ამიტომ გენდერული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თვითმმართველობაში დასაქმებული არცერთი ქალი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ინფორმირების, სასწავლო კურსების, პრევენციის გზებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე არ დარჩეს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხში ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია „უსაფრთხო ონლაინის“ პროგრამის მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ მიაწოდა. ამის შემდეგ უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტი ლელა მირცხულავა ბიუროების თანამშრომლების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმები, მონაცემთა კონფიდენციალურობა, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ძალადობის პრევენციისათვის საკანონმდებლო სისტემისა და რეგულაციების ცვლილებებზე ისაუბრეს და ონლაინ ძალადობის ფსიქოლოგიურ და ემოციურ გავლენაზე, რისკების შეფასებასა და უსაფრთხოების გეგმების შემუშავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრები თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მიერ პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში იმართება.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გენდერული ნიშნით ძალადობაზე თბილისის საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23,2024ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია გრძელდება
ივნისი 15,2022