თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის" - თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და დედაქალაქის საკრებულოს ბოლოს სხდომაზე მერიის ინიციატივით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, 2015 წლის 15 თებერვალს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ამცნო, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და კ2 კოეფიციენტის გაყიდვა, თუმცა, მერიამ და საკრებულომ კ2 კოეფიციენტის გადამეტების ახალი ფანჯარა გააჩინეს.
,,აღნიშნული გადაწყვეტილებით, დეველოპერებისთვის დედაქალაქის დამახინჯების ახალი შესაძლებლობა ჩნდება. ეს ცვლილება განხორციელდა, თითქოს, ავარიული სახლების რეაბილიტაციისათვის დამატებითი თანხების მობილიზების მიზნით, თუმცა, ესეც არაა სიმართლე. არ არსებობს არანაირი გარანტია, გარდა პოლიტიკური დაპირებისა, რომ დედაქალაქის გაყიდული ინტერესებიდან შემოსული თანხა ავარიული სახლების რეაბილიტაციას მოხმარდება’’,- განაცხადა საბა ბუაძემ და თბილისის მერი დეველოპერების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.