დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ფრაქცია ლელო- პარტნიორობა- თბილისისთვის" წევრმა ვახტანგ სურგულაძემ პატარა გაბრიელ უმასპინძლა და მას სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
როგორც ვახტანგ სურგულაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ჯერ კიდევ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების სათანადო რეალიზება კვლავ ბევრ დაბრკოლებას აწყდება, რომელთა აღმოფხვრა მეტ ძალისხმევას საჭიროებს.
,,ჩვენ მხოლოდ 21 მარტს არ უნდა გვახსოვდეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები. .მათ ყოველდღიური ხელშეწყობა და ზრუნვა ესაჭიროებათ. მათთვის მნიშვნელოვანია თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის უზრუნველყოფა, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვას, წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე’’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.