თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების, შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.